რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს! – EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით აქვეყნებს ფოტოს, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს უკრაინის დროშა უჭირავთ. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება და მან უნდა გაიმარჯვოს. 

"ერთი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი ერთიანობა თანამოაზრე პარტნიორებთან ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს.

უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. 

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები