გიორგი გახარია

გახარია: ენმ მზადაა, ევროპული მომავალი გაცვალოს სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში

ქართული ოცნება ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით და მზად არის, ამისთვის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს. სამწუხაროდ, ამ არჩევანის ფასის გადახდა ჩვენს შვილებს მოუწევთ. ნაციონალური მოძრაობა კი მზად არის, თქვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გადის და აქ კომპრომისი დაუშვებელია. [...]

ერთი მხრივ, აყენებენ საკითხს, რომ არ უნდათ ისეთი ევროპა, რომელიც ბიძინას ფულს შეუქმნის რისკებს, ან ნაცები გვეუბნებიან, რომ მიშა თუ არ გავათავისუფლეთ, ევროპაში ვერ მოვხვდებით. ისინი თვითონ აყენებენ ერთმანეთს ერთი და იგივე განზომილებაში, როდესაც თავიანთ ლიდერებს, "კერპებს", ადარებენ ქვეყნის ისეთ პერსპექტივას, როგორიც არის ევროკავშირი. 

ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია. 

კომენტარები