კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

გახარია: ქართული ოცნება აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს

ჩვენს ევროპულ მომავალს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც გონივრული, არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის. დღეს ოცნება ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და მათი საგარეო პოლიტიკა სწორედ ამ ლოგიკას ეყრდნობა. ამ გადამწყვეტ მომენტში ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას: გვინდა კი ასეთი ევროპა? კარგია, თუ არა, თავისუფალი მიმოსვლა ევროპასთან? და სულ მალე, ახალ კანონზე დაყრდნობით, აგენტს დაუძახებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. ოცნება ევროპულ მომავალს ანაცვლებს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით. 

ამბობს პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია. 

კომენტარები