რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ეს არის აშკარა სიგნალი ჩამყაყებული რუსეთის წინააღმდეგ – არავის ეშინია შენი!

ისტორიული ვიზიტი შედგა. მე ამას ვიტყვი: ორივე პრეზიდენტი კმაყოფილია საუბრით. ატმოსფერო არის მაქსიმალურად სანდო და გულწრფელი.

ეს ვიზიტი უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვებაა. ის უკრაინისა და მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვებისთვის ყველაფრის წინააღმდეგ წავიდა. ეს არის აშკარა სიგნალი ჩამყაყებული რუსეთის წინააღმდეგ - არავის ეშინია შენი!

ახლახან ჩამოვედი მიუნხენიდან, ისევ გზაში ვარ და მალე განვაახლებ ჩემს მივლინებებს ბრიუსელში, ჰააგასა და ნიუ-იორკში.

ბრიუსელში გაიმართება უკრაინა-ევროკავშირი-NATO-ს პირველი სამმხრივი შეხვედრა იარაღის, წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების მიზნით.

ჰააგაში შედგება მოლაპარაკებები იარაღზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე .

ნიუ-იორკიში, გენერალურ ასამბლეაში შედგება შეხვედრები. საუბარი იქნება უკრაინის მხარდამჭერ კოალიციაზე, ზელენსკის მშვიდობის ფორმულაზე და სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ჩამოსვლას გამოეხმაურა ჯო ბაიდენი კიევში დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. მოულოდნელი ვიზიტი ბაიდენის პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან შეხვედრის წინ შედგა.

 

კომენტარები