რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნულანდი: აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 24 თებერვლისთვის ამზადებენ

ვიქტორია ნულანდი
Alex Wong/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატები G7-ის პარტნიორებთან ერთად სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, რომლის დამტკიცება უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე იგეგმება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ისაუბრა

"ვფიქრობ, 24-თან ახლოს, თქვენ ნახავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე G7-ის ყველა ჩვენი პარტნიორებისგან. ეს სანქციები გააფართოებს და გააღრმავებს ადრე დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, რომლებიც დაკავშირებულია, კერძოდ, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის ნაკადის შეზღუდვასთან და ა.შ". – თქვა ნულანდმა.

გარდა ამისა, ნულანდის თქმით, ინდივიდუალური სანქციები იმ პირებისთვისაც მზადდება, რომლებიც მონაწილეობენ ან უშუალო ძალისხმევას მიმართავენ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად.

ამასთანავე, ნულანდმა აღნიშნა, რომ სანქციები შეიძლება დაწესდეს სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც, რომლებიც რუსეთს ადრე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 

კომენტარები