ამირან გამყრელიძე

გამყრელიძე წერილზე: არაფერი დასამალი არაა – შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ

წერილიც, რომელიც, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოქვეყნებულიყო, ეს მე მივწერე მხოლოდ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, იქ ვითხოვე, რომ ის არ გასაჯაროვებულიყო, სამწუხაროდ, გასაჯაროვდა. იქაც არის ის, რომ მე გარკვეულად... არაფერი დასამალი არ არის, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს და ვგრძნობ.

NCDC-ის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. პირველ თებერვალს ფორმულამ და TV პირველმა გაავრცელეს წერილები, რომლებიც გამყრელიძემ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსა და მის მოადგილეს, თამარ გაბუნიას გაუგზავნა. გამყრელიძე წერდა, რომ "ასეთი შეზღუდული დაფინანსებით სამედიცინო დახმარების ხარისხი ვერ გაიზრდება, მოიმატებს სამწუხაროდ ჯიბიდან და არაფორმალური გადახდები და ისევ ზევით წავა კატასტროფული დანახარჯები".  მისივე თქმით, "თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა". ამირან გამყრელიძე თამარ გაბუნიას ეკითხებოდა, რატომ არის მასთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც "კეთროვანთან“ და როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა მის მიმართ. 

კომენტარები