სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოფიციალურად ხვალ, 15 თებერვალს გამოაცხადებს და იგი რესპუბლიკურ პარტიაში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთადერთი ოფიციალური კონკურენტი იქნება.
მოსალოდნელია, რომ საკუთარ კანდიდატურას ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისიც მალევე წარადგენს, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა და ტრამპის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიიჩნევა.
ბოლო კვლევების მიხედვით, ნიკი ჰეილის კანდიდატურა მასსა და დესანტის შორის ხმებს გაყოფს, რითიც დონალდ ტრამპი ისარგებლებს და პრაიმერში გამარჯვებას მოიპოვებს.
მანამდე, Yahoo News/YouGov-ის კვლევები ვარაუდობდნენ, რომ დესანტისი მხოლოდ ტრამპთან დაპირისპირებისას 45-დან 41%-მდე მიიღებდა. ეს მაჩვენებელი იზრდებოდა, ტრამპის მხრიდან დესანტისზე თავდასხმების ფონზე.
თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილილი გახდა, რომ ჰეილი კანდიდატურის წამოყენებას გეგმავს, კვლევის შედეგები შეიცვალა. Yahoo-ს მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ჰიპოთეტურ სამმხრივ დაპირპირებაში ჰეილი 11%-ს მიიღებს, ხოლო დესანტისის მხარდაჭერთა რაოდენობა 35%-მდე შემცირდება, შედეგად ტრამპს ორივეზე მეტი ხმა რჩება.
2016 წელს, რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის პირველი კენჭისყრისას პირველ რაუნდში მას 17 კანდიდატი უპირისპირდებოდა. ტრამპმა საპრეზიდენტო ნომინაცია ხმათა უმრავლესობის მიღების გარეშე მოიპოვა.
როდისთვის იქნება ცნობილი რომელი რესპუბლიკელი დაუპირისპირდება ტრამპს 2024 წლის არჩევნებში?
გასათვალისწინებელია, რომ ჯერ კიდევ ადრეა კანდიდატურის წარსადგენად. კონკურენტები, დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი.