ბიძინა ივანიშვილი

იუკნევიჩიენე: საქართველოში ყველა პრობლემის უკან ივანიშვილი დგას

ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი დგას ყველა პრობლემის უკან, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან. რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ ის დგას სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების უკან. საქართველოდან გვესმის ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის უკრაინის საწინააღმდეგო გზავნილები.

ყველა დემოკრატიული ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას, შეუერთდა სანქციებს და ცდილობს, დაამარცხოს კრემლის საშინელი რეჟიმი, მაგრამ საქართველო არ არის მათ რიგებში. დარწმუნებული ვარ, ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.

რეზოლუცია უკვე მზადაა, ის მომზადდა ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის და არა რომელიმე კონკრეტული პირის მიერ. როდესაც დოკუმენტს კენჭს ვუყრით, ეს იქნება მთელი ევროპარლამენტის პოზიცია და არა რომელიმე ცალკეული წევრის.

[ფორმულას თარგმანი] თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან ინტერვიუში. გუშინ, 13 თებერვალს ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

კომენტარები