ბიძინა ივანიშვილი

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ტექსტი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ დებატებზე უყრიან და საბოლოო ტექსტიც ცნობილი ამ დროისთვის იქნება. 

ევროპარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ხუთი ტექსტი, რომლიდანაც ორში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენებს შეეხება. ამ ორი ტექსტის ავტორი ევროპის სახალხო პარტია (EPP) და ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფია.

"[რეზოლუცია] ხაზს უსვამს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, როგორც პირად შურისძიებაში; იმეორებს მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, საქართველოს პოლიტიკური პროცესის დაზიანებაში მისი როლის გამო". – წერია EPP-ს ტექსტში.

ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ ვითარებას განიხილავენ, როგორც საქართველოს ხელისფულების ევროპული ღირებულებებისა და კანდიდატობის სტატუსზე "ლაკმუსის ტესტს".

კომენტარები