რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოლო 2 კვირაში რუსეთის დანაკარგები საგრძნობლად გაზრდილია – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, ბოლო ორ კვირაში რუსეთი უკრაინაში შეჭრიდან პირველი კვირის შემდეგ ყველაზე დიდ დანაკლისს განიცდის. 

უკრაინის გენერალური შტაბი რუსების მსხვერპლის ყოველდღიურ სტატისტიკას ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვა ვერ ამოწმებს უკრაინის მეთოდოლოგიას, უწყების ცნობით, ტენდენციები, რომლებიც მონაცემებში ვლინდება, სავარაუდოდ ზუსტია.

ბოლო შვიდი დღის საშუალო 824 მსხვერპლია დღეში, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისის მაჩვენებელს.

"რუსების მსხვერპლის ზრდა სავარაუდოდ გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის მომზადებული პერსონალის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობა ფრონტზე". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

კომენტარები