რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაზე თხოვნით მიმართა

ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალების F-16 ფოლკელის ავიაბაზაზე. 2019 წლის 2 იანვარი.
Remko de Waal/AFP/Getty Images

უკრაინამ ნიდერლანდებს F-16 მოიერიშე თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაისა ოლონგრენი ადასტურებს.

მინისტრის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლიდიმირ ზელენსკიმ "თავისუფლების ფრთები" მოითხოვა, რაც სრულად გასაგებია, თუმცა, ოლონგრენის თქმით, ეს რთული პროცესია.

"ჩვენ უნდა განვიხილოთ F-16-ების ხელმისაწვდომობა აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან და სერიოზულად უნდა შევხედოთ მოსალოდნელ შედეგებს. არ შეიძლება, ეს ერთ ღამეში მოხდეს. ამ საკითხზე გულწრფელები უნდა ვიყოთ". – აღნიშნა მინისტრმა.

20 იანვარს რამშტაინის მერვე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა და შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავების მიწოდება განეხილათ.

31 იანვარს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას არ გეგმავს

"არა" - უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტს თეთრ სახლში კითხვაზე, აპირებდა თუ არა აშშ F-16-ების მიწოდებას. 

მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა უკრაინას ტანკები მიაწოდეს, კიევი დასავლეთს სთხოვდა მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები F-16-ები მიეწოდებინა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, პილოტებს F-16-ების მართვის შესასწავლად დაახლოებით ნახევარი წელი დასჭირდება. 

კომენტარები