პენსიონერები

საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ 2022 წელს 149 864 შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში 369 515  ოჯახი იყო რეგისტრირებული, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ კი 149 864 შეადგინა.   

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით განაწილებას, 70.9 ათასი ოჯახი თბილისშია რეგისტრირებული, მიმღებთა რაოდენობა კი 36.6 ათასია. 

ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 808 326 იყო, რომელთაგან ქალი - 71.3%, ხოლო კაცი 28.7% იყო. 

პენსიის მიმღებთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია: თბილისი - 29.9%, იმერეთი - 16.0%, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 10.6%, ქვემო ქართლი - 9.8%, კახეთი - 8.8%, დანარჩენ რეგიონებში ჯამში - 24.9%.

საქსტატის მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 178 426-ია. აქედან ქალები 33.3%-ს, ხოლო კაცები 66.7%-ს შეადგენენ.  

სოციალურ პაკეტს მიმღებთაგან 70.6% შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები იღებენ, 12.8%-ს - ომის მონაწილეები, 12.0%-ს - მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 4.4%-ს - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.2%-ს - სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები. 

რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა განაწილება შემდეგია:

  • თბილისი - 27.1%;
  • იმერეთი - 16.6%;
  • აჭარის არ - 11.5%;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი -  9.6%;
  • დანარჩენ რეგიონებში ჯამში - 35.2%.

კომენტარები