რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა ევროპელ ლიდერს, რომელიც უკრაინას “ევროპული ცხოვრების წესის დაცვაში” ეხმარება და თქვა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.

"უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება - იმ ევროპული კავშირისა, რომელიც იმარჯვებს" - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროპარლამენტში გამოსვლისას, სიტყვის ბოლოს ზელენსკიმ ყველა ევროპარლამენტარი უკრაინაში დაპატიჟა.

8 თებერვალს, ზელენსკი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ის პრემიერმინისტრ, რიში სუნაკს შეხვდა და ბრიტანეთის პარლამენტს სიტყვით მიმართა. იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდეტნს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.

კომენტარები