ბადრი ესებუას დაკავება

ხაჭაპურიძე: რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?

რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?!... 

თვალები? მაგნაირი თვალები დედამიწაზე მინიმუმ ას მილიონ კაცს აქვს!

წერს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 2020 წელს საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს, 8 თებერვალს დააკავეს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "რადიკალური ოპოზიციის მხრიდან Freeესებუა კამპანიას ველოდებით და იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ, ესებუა რომ შიმშილობას გამოაცხადებს, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ბადრი ესებუას მიმართ და შემდეგ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს".

კომენტარები