რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

ელისეის სასახლე: 8 თებერვალს მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის და ოლაფ შოლცს უმასპინძლებს

8 თებერვალს, საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ინფორმაციას პრეზიდენტის რეზიდენცია ავრცელებს.

მანამდე, 8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს და მონარქს, ჩარლზ III-ს შეხვდა. 

კომენტარები