რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად

8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ჩვენ გვაქვს თავისუფლება, მოგვეცით ფრთები მის დასაცავად.” - თქვა ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში მაშინ, როდესაც თემთა პალატის სპიკერს, ლინდსი ჰოილს უკრაინელი მფრინავის ჩაფხუტი გადასცა .

8 თებერვალს ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ კიევში დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაგზავნის, რაც უკრაინას რუსეთის შესაძლო საგაზაფხულო შეტევისას დაეხმარება. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინელი პილოტებისა და საზღვაო ქვეითებისთვის წვრთნას გააფართოვებს. 

თუმცა, პრემიერმინისტრს არაფერი უთქვამს დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავების მიწოდებაზე, რომელსაც ზელენსკი ითხოვს.

დაუნინგ სტრიტი ამ დრომდე უარს ამბობდა უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე. მათი თქმით, ეს არ იყო "სწორი მიდგომა". თუმცა, ზელენსკის ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ შესაძლოა, დაუნინგ სტრიტის დამოკიდებულება შეიცვალოს.

კომენტარები