კახა კალაძე

კალაძე: კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა

კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი ფონდი ქართუს მიერ არის დაფინანსებული და გულისხმობს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას. 

"უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი - ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად". – თქვა მერმა. 

კალაძის თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 

კომენტარები