საფრანგეთი

კონსერვატორთა მხარდაჭერისთვის მაკრონის მთავრობა საპენსიო რეფორმის ცვლილებას გეგმავს

REUTERS/Benoit Tessier

საფრანგეთის პრემიერმა, ელიზაბეთ ბორნიმ აღნიშნა, რომ დაგეგმილი საპენსიო ცვლილებების შემსუბუქება იგეგმება და, შედეგად, ის ადამიანები, რომლებმაც ადრე დაიწყეს მუშაობა, პენსიაზე გასვლას ადრე შეძლებენ

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობა ცდილობს, რომ საპენსიო ასაკი ორი წლით 64 წლამდე გაზარდოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება კონსერვატიული პარტია Les Republicains. უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ კი მაკრონს რეფორმების განსახორციელებლად ამ პარტიისგანაც სჭირდება მხარდაჭერა.

ახალი რეფორმით, ის ადამიანები, რომლებმაც მუშაობა 20 წლამდე დაიწყეს, პენსიაზე გასვლას ისევ 62 წლიდან შეძლებენ. ბორნის თქმით, იგი მზადაა, მიიღოს კონსერვატიული პარტიის შეთავაზება, თუ უკეთეს ალტერნატივას შესთავაზებს. 

მთავრობის მხირდან 10 იანვარს რეფორმის წარდგენას ორდღიანი გაფიცვა მოჰყვა ქვეყნის მასშტაბით. 

კომენტარები