მიხეილ სააკაშვილი

ჩალაძე: თუ ქუჩაში ომი არ სურთ, სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა

თუ არ უნდათ, რომ ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა. პრეზიდენტ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში მიიღებენ ქუჩაში ომს. ეს იციან ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. პრეზიდენტ სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერების ძალიან ძლიერი, დიდი არმია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან მონოლითური ჯგუფი, ძალიან მკაცრად გამოხატული ქმედებების სურვილით, იდეოლოგიით და მხარდაჭერის ერთგულებით. ისინი არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ერთგული მხარდამჭერები. სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, ქართული ოცნება ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. ეს იცის ჩვენმა ყველა უცხოელმა პარტნიორმა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. არ უნდა მივიდეთ საზოგადოების დაპირისპირებამდე. 

4 თებერვალს, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თქვა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის  ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე. 6 თებერვალს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი პროცესი გაიმართება. 

კომენტარები