მიხეილ სააკაშვილი

მთავრობა ასრულებს მუქარას, რომელიც პუტინმა 10 წლის წინ თქვა – მარგველაშვილი სააკაშვილზე

მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსი, მაგრამ აქ არის რამდენიმე დეტალი, რომელიც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. პირველი არის ის, რომ შესაძლოა, მას გაკეთებული აქვს რამე ცუდი და შესაძლოა, იქ იყო კანონის დარღვევის ფაქტები მისი მხრიდან, მაგრამ თუნდაც მას დაერღვია ქართული სისხლის სამართლის ყველა კანონი, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვაწამოთ და მოვკლათ ის. დიახ, თუნდაც მას დაერღვია ყველა კანონი საქართველოში და მეორე, ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად მისაღებია ის ჩვენთვის, თუ არა. 

ამასთანავე, პირველი პრეზიდენტი მოკლეს რუსეთის მონაწილეობით დაგეგმილი შეთქმულების შედეგად, საქართველოს მეორე პრეზიდენტის მოშორება ორჯერ ვინც სცადეს, დღეს ისინი რუსეთში ცხოვრობენ და ახლა მესამე პრეზიდენტი, რომელიც მტკიცედ იდგა პუტინის წინააღმდეგ, ქართულ ციხეში აწამებენ.  ვფიქრობ, რომ ეს ძალიან აზარალებს ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას და ეროვნულ ინტერესებს.

[...] საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2007 წელს ახალი აგრესიული პოლიტიკა წამოიწყო და ეს მიუნხენში, ფაქტობრივად, გამოაცხადა. სააკაშვილი აღუდგა პუტინის აგრესიას და ამის პასუხად პუტინმა აღნიშნა, ზუსტად არ ვციტირებ, რომ სააკაშვილს დაუბრუნდებოდა და მისი საქმეებისთვის პასუხს მოსთხოვდა. ასე, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა.

ამბობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი DW-ისთან ინტერვიუში.

კომენტარები