რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"8 ბრიგადა 1 მტერი" – უკრაინის შსს "ყირიმამდე იერიშისთვის" მოხალისეებს იწვევს

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის გათავისუფლებისთვის ემზადება და რვა ბრიგადის რიგებში მოხალისეებს იწვევს.

"უკრაინა ყირიმამდე და შავ ზღვამდე იერიშისთვის ემზადება, რათა ოკუპანტები ტერიტორიებიდან გავყაროთ. შსს იწყებს მოიერიშე ბრიგადების – იერიშის გვარდიის ფორმირებას ეროვნულ გვარდიაში, ეროვნულ პოლიციასა და უკრაინის სასაზღვრო სამსახურში. ეს ბრიგადები ფორმირებული იქნება მოხალისეებისგან, მოტივირებული ხალხისგან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის გათავისუფლებაში. რვა ბრიგადა – ერთი მტერი. საკუთრის დაბრუნების დროა". – ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, იგორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ იერიშის გვარდია არის შსს-ს პროფესიონალური მოერიშე ბრიგადები, რომელთა მიზანიც "მოწინააღმდეგის განადგურება და ოკუპირებული მიწების გათავისუფლება" იქნება.

უკრაინის ეროვნული გვარდია მოხალისეებს იღებს შემდეგ ბრიგადებში: Буревій (ქარიშხალი), Червона Калина (წითელი ძახველი), ყარა-დაღიРубеж (საზღვარი), სპარტელი და აზოვი.

სასაზღვრო სამსახურში მოხალისეებს მიიღებენ ბრიგადა ფოლადის საზღვარში.

ეროვნული პოლიცია კი მოხალისეებს მოიერიშე ბრიგადა Лють-ში (მრისხანება) ელის.

უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ახალ ბრიგადებში გაწევრიანდებიან სამხედროები და პოლიციელები, რომლებსაც დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ და "თავს გმირულად იჩენდნენ წინა ხაზზე".

კომენტარები