მიხეილ სააკაშვილი

გრეგოროვა: კანდიდატის სტატუსის ნაცვლად დღეს პოლიტიკურ პატიმარზე საუბარი გვიწევს

მიხეილ სააკაშვილის საქმე იმდენად მოიცავს ყველაფერს, რომ მას თვალს ვერ ავარიდებთ. ის აჩვენებს ყველა იმ პრობლემასა და რეფორმას, რაზედაც აქამდე ვისაუბრეთ: სასამართლო სისტემისადმი უნდობლობას, პოლარიზაციას, დეზინფორმაციას. არ არსებობს არავითარი დიდი კონსპირაცია, მაგალითად ის, რომ რამეს გვიხდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ან გადაგვიბირა მიხეილ სააკაშვილმა, ასეთი რამ მსმენია.

ჩვენ გვაღელვებს, რადგან ასეც უნდა იყოს. ესაა ღრმად პოლიტიზებული საქმე, ადამიანი ციხეში კვდება. ასე რომ, ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკურ ქულებზე, რომლებიც შეიძლება ციხეში მისი დატოვებით მიიღონ, არამედ იმ ქულებზეც, რომლებიც შეიძლება ამით დაკარგონ. გაითვალისწინეთ, დღეს ჩვენ გვიწევს ვისაუბროთ პოლიტიკურ პატიმარზე კანდიდატის სტატუსის ნაცვლად.

ამბობს ევროპარლამენტარი, მწვანეთა პარტიის დეპუტატი, მარკეტა გრეგოროვა. 

კომენტარები