ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს მთავრობა  ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს. 

ზელენსკიმ თქვა, რომ მას სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს. 

"ოდესღაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. დავით არახამიამ გადმომცა ეს [ფოტოები]. მინდა, ნახოთ, ახლა როგორ გამოიყურება [...]

მე მჯერა, რომ დღეს საქართველოს მთავრობა კლავს, მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ, მომიტევეთ". - თქვა ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"სურვილი მაქვს, პრესა ხედავდეს, რა ხდება - უკრაინის მოქალაქეს საჯაროდ აწამებენ. მე არ განვიხილავ ამ საკითხს - რისთვის დააპატიმრეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები აქვს ამას საქართველოსთვის და დემოკრატიისთვის. ეს ქვეყნის შიდა საკითხია. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად აწამებენ. ვფიქრობ, მათ აქვთ მიზანი, მოკლან ის". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები