რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინისთვის გამანადგურებლების გაგზავნა "არაპრაქტიკულია"

General Dynamics F-16C Fighting Falcon
Larry MacDougal/MCDOL/AP

დიდი ბრიტანეთი თვლის, რომ უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნა არაპრაქტიკულია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის პრესსპიკერმა ისაუბრა

"მოერიშე თვითმფრინავები ძალიან კომპლექსურია და ფრენის სწავლას თვეები სჭირდება. ამის გათვალისწინებთ, ვფიქრობთ, რომ უკრაინაში გამანადგურებლების გაგზავნა არაპრაქტიკულია". - აღნიშნა მან.

დიდმა ბრიტანეთმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც კიევმა მოკავშირეებს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნისკენ მოუწოდა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა აღნიშნეს, რომ ქვეყნები უკრაინაში საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას არ აპირებენ. ხოლო საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ თქვა, რომ მსგავს სცენარს არ გამორიცხავს.

კომენტარები