რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: უკრაინა დახმარების პირველი ტალღით 140-მდე ტანკს მიიღებს

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, კიევი 12 მოკავშირისგან დახმარების პირველი ტალღით 120-დან 140-მდე ტანკს ელოდება

"სატანკო კოალიციას ახლა 12 წევრი ჰყავს. მინდა აღვნიშნო, რომ მიწოდების პირველი ტალღით უკრაინა 120-დან 140-მდე ტანკს მიიღებს". - თქვა კულებამ.   

დასავლეთის ქვეყნებმა გასულ კვირას პირობა დადეს, რომ უკრაინას თანამედროვე წარმოების საბრძოლო ტანკებს გადასცემენ მას შემდეგ, რაც გერმანია უკრაინისთვის Leopard-2-ის ტანკების მიწოდებას დათანხმდა, ხოლო ბაიდენმა მიმართვისას აღნიშნა, რომ კიევი აშშ-სგან Abram-ის ტიპის ტანკებს მიიღებს. 

გარდა ამისა, პოლონეთმა და ფინეთმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ უკრაინას თავიანთ Leopard-2-ის ტანკებს მიაწვდიან. ესპანეთმა, ნიდერლანდებმა და დანიამ კი გერმანული წარმოების ტანკების გადაცემაზე მზაობა გამოთქვეს. 

კომენტარები