უკრაინა-ირანი

დრონებით იერიშზე პოდოლიაკის კომენტარის გამო, ირანმა უკრაინის საქმეთა რწმუნებული გამოიძახა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

ირანის სამთავრობო მედიასააგენტო ტასნიმის ცნობით, ირანში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის კომენტარის გამო გამოიძახეს.

აქამდე მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე ირანში, ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე უცხო მხარის მიერ დრონებით განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა.

"ომის ლოგიკა დაუნდობელი და მომაკვდინებელია. ავტორებსა და თანამონაწილეებს დიდ საზღაურს უწესებს. პანიკა რუსეთის ფედერაციაში: დაუსრულებელი მობილიზაცია, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მოსკოვში, სანგრები 1000 კილომეტრში, ბომბსაფარების მომზადება. ფეთქებადი ღამე ირანში: დრონებისა და რაკეტების საწარმოები, ნავთობის გადამამუშავებელი. უკრაინა ხომ გაფრთხილებდათ". – დაწერა აქამდე პოდოლიაკმა,

29 იანვარს ირანში, ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე გაურკვეველმა მხარემ დრონებით იერიში მიიტანა. ირანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათმა საჰაერო თავდაცვამ ერთი დრონი ჩამოაგდო, ორი კი მახეში გაება და აფეთქდა. 

Wall Street Journal-ი აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმა ისრაელმა მიიტანა.

კომენტარები