ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე. ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ. ნუ, მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მთავარ ოპოზიციურ პარტიას ჩემი ხაბე ხელმძღვანელობს. მეტი რა უნდა გითხრათ ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, მათ ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე. ხაბეა ნაცების სიმბოლო, მორჩა. ერთი მინდა, ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. შესაძლებლობა მიეცა და როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევა და გიჟი ჯაფარას აყოლა არ ვარგა, გადავკეტოთ, გადმოვკეთოთო. ეს მცდელობა ბევრჯერ ვნახეთ და ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა თავის პარტიას აჩვენოს,მუშაობა როგორ უნდა.
tbl.ge/695v
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ნაციონალურ მოძრაობაში გამართულ თავმჯდომარის არჩევნებს. ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა - მან ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ 40%, ნონა მამულაშვილმა 3.73%, გიორგი მუმლაძემ კი 3.68%.
ქართული ოცნებაირაკლი ზარქუაერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმარჩევნები ენმ-შითავმჯდომარის არჩევნები ენმ-შილევან ხაბეიშვილი
ამავე თემაზე
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე
- ბოკუჩავა: გულდასაწყვეტია, როცა ერთ დღეს ნდობის მანდატს იღებ, შემდეგ კრიტიკანარევ პოსტებს
- წითლიძე: არასწორი გადაწყვეტილებები გაგრძელდება, სანამ ენმ-ში დემოკრატია არ დამყარდება
- სააკაშვილი ენმ-ზე: მე მაქვს პრეტენზია ამ პარტიის ლიდერობაზე




