ენმ

ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება, მან ხმების 52.58% მიიღო

GHN

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება. მან ხმების 52.58% (21 656 ხმა) მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.

მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა (40%, 16 476 ხმა), მას მოსდევენ ნონა მამულაშვილი (3.73%, 1537 ხმა) და გიორგი მუმლაძე (3.68%, 1516 ხმა). ენმ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში სულ 49 638 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი, 41 264-მა მათგანმა მიიღო.


ენმ-ში არჩევნები ორი დღის განმავლობაში, ბლოკჩეინის სისტემით მიმდინარეობდა. ხმის მიცემის პროცესი 10:00-ზე დასრულდა. არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები