საქართველო-ჩეხეთი

"გილოცავთ, მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად მუშაობას" – ზურაბიშვილი ჩეხეთის ახალ პრეზიდენტს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტ პეტრ პაველს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"გილოცავთ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ველი თქვენთან ერთად  საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობას, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული". – წერს ზურაბიშვილი.

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროდასავლურმა კანდიდატმა, პეტრ პაველმა ხმების 58.3% მიიღო. მისი კონკურენტი ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრეი ბაბიში იყო.

ჩეხეთში პრეზიდენტის პოსტი არ მოიცავს აღმასრულებელ უფლებამოსილებას, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პრემიერმინისტრების, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების დანიშვნასა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების წარდგენაში. ჩეხეთის პრეზიდენტებს ასევე შეზღუდული გავლენა აქვთ საგარეო საქმეებში და არიან არმიის მთავარსარდლები.

პეტრ პაველი 61 წლის გადამდგარი გენერალია, რომელიც არჩევნებში პირველად მონაწილეობდა. ის მხარს უჭერს ჩეხეთის პოზიციების გამყარებას NATO-სა და ევროკავშირში და ემხრობა უკრაინისთვის დახმარების მიწოდების ზრდას.

კომენტარები