მიხეილ სააკაშვილი

ალასანია სააკაშვილის ინტერვიუზე: არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება

სპეკულაციაა საზოგადოებაში - ვინ იგულისხმება, რა იგულისხმება... არავითარი ქართველი იქ არ იგულისხმება არანაირად. ეს არის ლაპარაკი უკრაინაზე. რუსეთში ყველაზე გავრცელებული, ძალიან პოპულარული ტერმინია საინფორმაციო ფსიქოლოგიური სპეცოპერაცია, ჩემი შვილის შემთხვევაში მიდიოდნენ სხვადასხვა ადგილებში, სადაც ნახავდნენ - აეროპორტი იქნებოდა, კაფე თუ ქუჩა და არწმუნებდნენ, რომ მისი სასწრაფოდ ჩამოსვლა არის აუცილებელი და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე, უსათუოდ უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. რატომ? იმიტომ, რომ მზადდებოდა ოპერაცია უკრაინაში და ამ დროს ის არ უნდა ყოფილიყო ზელენსკის გვერდით, ეს იყო ამოცანა, რომელსაც კრემლმა მიაღწია. 

ამბობს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია. ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, ხალხი, რომლებმაც მისი დაბრუნება დაგეგმეს, რუსეთის აგენტები იყვნენ. 

კომენტარები