მიხეილ სააკაშვილი

ჩხაიძე: სააკაშვილი 69.7 კილოგრამია, გუშინდელის შემდეგ საერთოდ შეამცირა საკვების მიღება

სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუნდაც, ამ COVID-შეფასების მიმართ, რაც რეალობაა და რეალობაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, არა იმ რაოდენობით, რაც არის რეკომენდირებული. მან ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით, გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება, საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.  

ვინაიდან ჩვენ და კლინიკა ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებითვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება. მან კატეგორიული უარი განაცხადა. ის, რასაც იღებდა, იმ რაოდენობის საკვების მიღებაც შეამცირა. ადრეც გავუსვით ხაზი, რომ როდესაც ის იღებს საკვებს, იმ რაოდენობის საკვებს ის ირგებს, ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე დაბრკოლება არ არსებობს, თვითონ აცხადებს, რომ უკმაყოფილოა მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს თავის პროტესტს ამ ფორმით. 

დღეს დილით პაციენტი იწონის 69.7 კილოგრამს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ ის იქნება 68, ზეგ იქნება 65. ორი კომპონენტია მკურნალობის პროცესში - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, დაეხმაროს პაციენტს და პაციენტი, რომელიც ასევე უნდა ეცადოს, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. მე მინდა, მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს დარწმუნება ადამიანის, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. 

ამბობს ვივამედის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას. 

კომენტარები