ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასო იქნება

Getty Images

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 წლამდე ქალებისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.  ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი და გაეროს მოსახლეობის ფონდი ავრცელებს

პაპილოა ვირუსის ვქაცინა ქალებს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, ქალთათვის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილზეა საქართველოში.

ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლიდან აპვ ვაქცინაცია შეტანილია ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში 10-12 წლის გოგოებისთვის. ხოლო, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 13-18 წლის გოგოებში მეორე რაუნდის ჩატარება. 2023 წლის გადაწყვეტილებით კი, ვაქცინაციის ზედა ზღვარმა 26 წლამდე აიწია. 

ამჟამად ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია:

  • 10-12 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
  • 13-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალურ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.
  • ეროვნული პროგრამის ფარგლებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა 25-60 წლის ქალებისათვის. 

მათივე ცნობით, შემუშავდა საშვილოსნოს ყელის კიბოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული მკურნალობის გაიდლაინები. შეიქმნა კიბოს სკრინინგის ეროვნული რეგისტრი სკრინინგში რეგულარული მონაწილეობის და მონაცემთა მართვის გასაუმჯობესებლად. 

 

კომენტარები