ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ყველაფერი, რაც ნაცმოძრაობაში ხდება, არის ის, რასაც უნდა დავემშვიდობოთ

ეს კატასტროფა, რაც იქ ხდება, შინაარსის არქონა, ფასეულობის არქონა, ყველაფერზე წასვლა, რელიგიაზე აქცენტის გაკეთება, ყველაფერი, რაც იქ ხდება, არის ის, რასაც უნდა დავემშვიდობოთ ჩვენ, ვისაც გვინდა საქართველოს თავისუფალი მომავალი, ნატოს წევრობა, რუსეთისგან დაცულობა, ქვეყნის შიგნით მცირე მთავრობა, კერძო საკუთრება, თვითმმართველობა, ის ყველაფერი, რაც თავისუფლებას ნიშნავს, რაც ქვეყნის იდენტობას წარმოადგენს.

ვისაც ივანიშვილის დამარცხება და ქვეყნის თავიდან აშენება უნდა, ეგეთი ალტერნატივა დღევანდელი რეჟიმის, ვერ გამოდგება. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ამბავი, ჩვენი საზოგადოების ამოცანაა, რომ ეგ ხალხი [ნაციონალური მოძრაობა] არ იყოს დროშის მატარებელი ივანიშვილთან დაპირისპირებისას.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

კომენტარები