მიხეილ სააკაშვილი

ბროუდერი: შევხვდი სააკაშვილის ბიძას და ადვოკატს, რათა მაგნიტსკის სიის დასრულებაზე გვემსჯელა

Bill Browder / Twitter

ბრიტანელი ფინანსისტი, მაგნიტსკის აქტის ავტორი, ბილ ბროუდერი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძასა და ადვოკატთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ბროუდერი წერს, რომ შეხვედრაზე სააკაშვილის საქმეზე მაგნიტსკის სიის შედგენის დასრულებაზე იმსჯელეს.

"შევხვდი მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას და სააკაშვილის ადვოკატ მასიმო დანჯელოს, რათა გვემსჯელა მაგნიტსკის სიის დასასრულებლად, რომელშიც ციხეში მიხეილის მწამებლები შედიან. მიხეილი კვდება და დრო გადამწყვეტია". – წერს ბროუდერი Twitter-ზე.

8 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსს, მაგნიტსკის აქტის ავტორს, ბილ ბროუდერს ღია წერილით მიმართა და სთხოვა, რომ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს მანამ, სანამ მისთვის ლეტალური შედეგი დადგება.

ბროუდერმა სააკაშვილის წერილს უპასუხა და ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მის გუნდს მოემზადებინა დოკუმენტები, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს დაჰპირდა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.

კომენტარები