მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ბროუდერს: გთხოვთ, დაეხმარეთ ქართულ ჯგუფებს ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში

ძვირფასო ბილ

მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ცნობილი ტვიტისთვის.

მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში მანამ, სანამ ლეტალური შედეგი დადგება. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და მათ დაუსჯელობის გრძნობა განასხვავებთ, რომელიც დაკავშირებულია პუტინის დაუმარცხებლობის გრძნობასთან. მაგრამ მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედია, მის გარდაცვალებამდე ვიცოცხლო.

ამასობაში, ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირლები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ცნობილ ბრიტანელი ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსს, მაგნიტსკის აქტის ავტორს ბილ ბროუდერს ღია წერილით მიმართავს. 

კომენტარები