ნიკა მელია როცა ლაპარაკობს, რომ დავით კეზერაშვილმა კობა ნაყოფიას გადადგომა მოსთხოვა, მაშინ, კობა ნაყოფიამ რომ თქვა, რომ ის რამდენიმე კვირის წინ დავით კეზერაშვილს ორჯერ შეხვდა, რაზე ისაუბრეს? ეს საზოგადოებას მოუყვეს. და მეორე, [2020 წელს] ნიკა მელია წინააღმდეგი რატომ იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ყოფილიყო და ის პარტიიდან წასვლით რატომ იმუქრებოდა? [...] მელია ღიად საუბრობდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან პრემიერმინისტრობის კანდიდატი იქნებოდა, ის გლდანში 5 ნომრით კენჭს არ იყრიდა და მეტიც, პარტიიდან წავიდოდა [...] მე, ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ნიკა მელიას მიმართ კონკრეტული, საქმიანი პრეტენზიები გვქონდა. 2022 წელს ის ასი ათასობით ადამიანს რუსთაველზე რატომ ასეირნებდა და რატომ არ მოქმედებდა?
დაპირისპირება ენმ-ში
ხაბეიშვილი: მელია წინააღმდეგი იყო, რომ ენმ-ის პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი ყოფილიყო
tbl.ge/68z8
დაკოპირდა
თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა. ენმ-ში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაენმლევან ხაბეიშვილინიკა მელიამიხეილ სააკაშვილიარჩევნები ენმ-შითავმჯდომარის არჩევნები ენმ-შიდაპირისპირება ენმ-ში
ამავე თემაზე
- გიორგი ონიანი ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ნიკა გვარამიას გუნდს უერთდება
- კვიტაიშვილი: ვტოვებ ენმ-ს, ვუერთდები გვარამიას ახალგაზრდა იდეალისტების გუნდს
- ჩოხატაურის საკრებულოს სამმა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა და მელიას გუნდში გადავიდა
- წიკლაური: ჩემი პოლიტიკური ცხოვრება ამიერიდან აღარ უკავშირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
- ბეჟაშვილი: სააკაშვილმა კარგად შეაფასა ენმ-დან გასვლის ფაქტები, მან ეს ბოკერიას გზას შეადარა