რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სკიბიცკი: ლუგანსკსა და დონეცკში სამხედრო ოპერაციები თებერვალი-მარტის პერიოდში გააქტიურდება

ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის პროგნოზით, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში სამხედრო ოპერაციები თებერვალი-მარტის პერიოდში გააქტიურდება. 

"ჩვენ ვხედავთ ბელარუსიდან 1-ლი სატანკო არმიის მე-2 მექანიზებული დივიზიის გადაყვანას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მათ კვლავ სცადონ საზღვრის გასწვრივ ჩვენი ტერიტორიის გადმოკვეთა. ეს არის კუპიანსკის ფრონტი და შესაძლებელია განაახლონ შეტევითი ოპერაციები, რათა ლუგანსკის რეგიონში ადრე დაკავებული ტერიტორიები კვლავ მტრის კონტროლ ქვეშ დაბრუნდეს". – აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

სკიბიცკის თქმით, უკრაინის სადაზვერვო მთავარი სამმართველო ხედავს “როგორ მოძრაობენ ისინი [ჯარები], სადაც ხდება მათი (რუსული) საჰაერო სადესანტო ნაწილების გადაჯგუფება“. ამ ოპერაციას სკიბიცკიმ უკრაინაში საოკუპაციო ჯარების ახლად დანიშნულ მეთაურის, ვალერი გერასიმოვის ხელწერა უწოდა. 

აქამდე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა.

"ოკუპანტების პრიორიტეტული მიმართულება დონბასია. ახალი მიზანი, რომელიც მან [პუტინმა] უკვე დაუსახა გერასიმოვს, დონბასის მარტამდე დაკავებაა. ეს არ ხდება პირველად. ყოველ ჯერზე, რუსეთის დადგენილი ვადები გადაიდო - იქნება ეს ერთი წელი სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან თუ "სამ დღეში კიევის აღებიდან". ამჯერადაც ასე მოხდება". - თქვა გერასიმოვმა.

კომენტარები