რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საოკუპაციო ჯარების ახლად დანიშნულ მეთაურს, ვალერი გერასიმოვს დონბასის მარტამდე დაკავება დაავალა.

"ოკუპანტების პრიორიტეტული მიმართულება დონბასია. ახალი მიზანი, რომელიც მან [პუტინმა] უკვე დაუსახა გერასიმოვს, დონბასის მარტამდე დაკავებაა. ეს არ ხდება პირველად. ყოველ ჯერზე, რუსეთის დადგენილი ვადები გადაიდო - იქნება ეს ერთი წელი სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან თუ "სამ დღეში კიევის აღებიდან". ამჯერადაც ასე მოხდება". - თქვა გერასიმოვმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, რუსი დიქტატორისთვის უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსა და უკრაინელების, როგორც ერის განადგურება მთავარ მიზნად რჩება. 

იუსოვი მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება, რუსეთს ამისთვის სხვადასხვა სცენარი აქვს შემუშავებული, ხოლო ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მცდარია. 

კომენტარები