ბაზ ოლდრინი

ასტრონავტი ბაზ ოლდრინი 93 წლის ასაკში დაქორწინდა

ამერიკელმა ასტრონავტმა, ბაზ ოლდრინი 93 წლის ასაკში დაქორწინდა. ამის შესახებ ოლდრინმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა და ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა. ალდრინის ცოლი, ანკა ფაუერი 63 წლისაა. 

"ჩემს 93-ე დაბადების დღეზე და იმ დღეს, როდესაც მე პატივი მერგება ავიაციის ცოცხალი ლეგენდების მიერ, მოხარული ვარ, დავაანონსო, რომ მე და ჩემი დიდი ხნის სიყვარული, ანკა ფაუერი დავქორწინდით. ჩვენი ქორწინების წმინდა კავშირით შეერთება ლოს ანჯელესში, მცირე ზომის კერძო ცერემონიით მოხდა. ისეთი აღტაცებულები ვართ, როგორც ჩუმად გაქცეული მოზარდები". – წერს ოლდრინი. 

ბაზ ოლდრინი იმ ამერიკელ ასტრონავთა შორის ერთ-ერთია, რომელმაც 1969 წელს, აპოლო 11-ის მისიის დროს მთვარეზე დროშა პირველად აღმართა. მას შემდეგ აშშ-მ კიდევ ხუთი დროშა დატოვა 1972 წლებამდე მისიებში.

კომენტარები