ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერმა Avatar: The Way of Water მსოფლიო კინოგაქირავებაში $2,024 მილიარდი გამოიმუშავა. აქედან $598 მილიონი ფილმმა ამერიკის კინოთეატრებიდან მიიღო.
ახლო მომავალში მეორე ავატარი გადაასწრებს Avengers: Infinity War($2.048 მილიარდი)-ს და Star Wars: Force Awakens($2.068 მილიარიდ)-ს. კამერონის ბლოკბასტერი კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში მეოთხე ადგილს დაიკავებს.
ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმად დღემდე პირველი ავატარი რჩება. 2009 წელს გამოსულ ბლოკბასტერს $2.922 მილიარდი აქვს გამომუშავებული. $2.797 მილიარდით მეორე ადგილზე შურისმაძიებლების ფინალური ფილმია, ხოლო მესამე ადგილს $2.187 მილიარდით კამერონის ტიტანიკი იკავებს.
კამერონი ისტორიაში ერთადერთი რეჟისორია რომლის სამმა ფილმმა 2-მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა.
ავატარი 2-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებშია შესაძლებელი.