რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი უკრაინისთვის Leclerc-ის ტიპის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს

Leclerc-ის ტიპის ტანკი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ფრანგული Leclerc-ის ტიპის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რაც შეეხება Leclerc-ებს, არმიის მინისტრს ამ საკითხზე მუშაობა ვთხოვე, არაფერია გამორიცხული". – თქვა მაკრონმა. 

ამასთან ერთად, მაკრონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება სამ კრიტერიუმზე: პირველ რიგში, უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს ქმედება "არ გამოიწვევს ესკალაციას". მეორე, ტანკები უკრაინისთვის "ნამდვილად გამოსადეგი და ეფექტიანი უნდა იყოს". მესამე, ტანკების გადაცემამ არ უნდა დაასუსტოს საფრანგეთის "საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები".

შეკითხვა ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ოლაფ შოლცსაც დაუსვეს.

"ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან აქამდე ყოველთვის მჭიდრო კოორდინაცია გვქონდა და კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ". – უპასუხა ოლაფ შოლცმა Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

კომენტარები