საგარეჯო

24 წლის ბიჭი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, 2 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – ექიმი

tsamali.ge

ჯეოჰოსპიტალსის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი 2 ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პალატაში აგრძელებენ მკურნალობას. 24 წლის ბიჭი კი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

"ორი პაციენტის მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ბატონი გიორგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. დაზიანებებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა გართულებიდან გამომდინარე, რჩება მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც პალატაშია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბატონი გიორგის მდგომარეობა მძიმეა და არ შემიძლია პროგნოზების წინასწარ გაკეთება".- ამბობს ის მთავარ არხთან. 

20 იანვარს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც საგარეჯოში სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაიჭრა 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.  

კომენტარები