პუტინის განკარგულებით, რუსეთი არმიის 1.5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს

Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS

რუსეთი ევროპის საზღვრებთან ახალი სამხედრო სტრუქტურების ჩამოყალიბებას და არმიის 1.5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს. განკარგულება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, შეიქმნება ახალი სამხედრო სტრუქტურები მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და ფინეთის საზღვართან მდებარე კარელიის რეგიონის ირგვლივ. შოიგუმ აღნიშნა, რომ ცვლილებები დაიწყება მიმდინარე წელს და გაგრძელდება 2026-მდე. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის "თვითკმარი" დანაყოფები განლაგდებიან.

აღნიშნული გეგმის შესახებ ასევე კომენტარი გააკეთა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვნა, რომელმაც რუსეთის სამხედრო გაფართოება აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ წარმოებულ "არაპირდაპირ ომს" დააბრალა. 

კომენტარები