რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: შეიქმნება იმ ქვეყნების კოალიცია, რომლებიც უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემენ

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, უახლოეს მომავალში შეიქმნება იმ ქვეყნების კოალიცია, რომლებიც უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემენ. ამის შესახებ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პოლონეთის პრეზიდენტმა ისაუბრა.

"ჩვენ ვქმნით ისეთი ქვეყნების კოალიციას, რომლებიც უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემენ. იმედი მაქვს, რომ მოკავშირეები შემოგვიერთდებიან და ჩვენ შევძლებთ მინიმუმ ერთი ჯავშანსატანკო ბრიგადის შექმნას". - წერს ანდჟეი დუდა.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თანამედროვე ტანკების საჭიროებაზე მას რამდენჯერმე ესაუბრა.

"იმედი გვაქვს, რომ კოალიციაში მონაწილეობას ამ ტანკების მწარმოებელი, გერმანიაც მიიღებს მონაწილეობას. ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ სახის სამხედრო დახმარება რამდენჯერმე მთხოვა. მან მე მითხრა, რომ უკრაინას თანამედროვე ტანკები სჭირდება, რადგან მისი თქმით, ეს რუსეთის შესაჩერებლად ერთადერთი გზაა". - თქვა დუდამ.

კომენტარები