ვიეტნამი

ბრალდებების შემდეგ, ვიეტნამის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

ნგუენ სუან ფუკი

ვიეტნამის პრეზიდენტმა, ნგუენ სუან ფუკმა თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ის დაადანაშაულა, რომ მისი პრემიერმინისტრობის პერიოდში თანამდებობის პირები კანონს არღვევდნენ. 

68 წლის ფუკი პრემიერმინისტრის თანამდებობას 2016-2021 წლებში იკავებდა, ამის შემდეგ კი ის გახდა პრეზიდენტი, რომელიც უფრო მეტად ფორმალური თანამდებობაა და ძალაუფლება ნაკლებად აქვს. ის იყო ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მმართველი პარტიის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამიზნე გახდა.

ვიეტნამში ძალაუფლება ოთხ თანამდებობის პირს შორის: პარტიის მდივანს, პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის შორისაა განაწილებული.

"პარტიისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის სრულად გაცნობიერებით, მან დაწერა განცხადება რომ მინიჭებული პოზიცია დაეტოვებინა, დაეტოვებინა სამსახური და გადამდგარიყო". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ფუკს.

გასულ კვირებში ფიქრობდნენ, რომ ფუკი თანამდებობას დატოვებდა მას შემდეგ, რაც იანვარში გაათავისუფლეს ორი მინისტრის მოადგილე, რომლებმაც მოვალეობის შესრულება მისი მმართველობის დროს დაიწყეს.

ვიეტნამში მხოლოდ 2022 წელს კომუნისტური პარტიის 539 წევრი სასჯელი წაუყენეს კორუფციისა და "ბოროტმოქმედების" ბრალდებით, მათ შორის იყვნენ მინისტრები, მღალჩინოსნები და დიპლომატები.

 

კომენტარები