რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დონეცკის ოლქისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება

დონეცკის ოლქისთვის მძიმე ბრძოლა გრძელდება. ბახმუტისა და სოლედარისთვის, კრემინიისთვის, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე სხვა ქალაქებისა და სოფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მტერმა ამ მიმართულებით უდიდესი ძალის კონცენტრაცია შეძლო, უკრაინის შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს იცავს…

სრულმასშტაბიანი ომის 324-ე დღეა და როგორ შეიცვალა რუსეთის მდგომარეობა… ისინი უკვე ერთმანეთს ღრღნიან იმაზე, ვის უნდა მიეწეროს რაიმე ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა გვქონდეს ოკუპანტზე და უფრო მძიმე დანაკარგები მივაყენოთ მტერს. მადლობა ყველას, ვინც ამას აკეთებს როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე ჩვენს ყველა სხვა ფრონტზე.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს. უკრაინა ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები