რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ სოლედარს აკონტროლებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ რუსეთი სოლედარს აკონტროლებს.

სამინისტროს განცხადებით, სოლედარის კონტროლი რუსეთის ჯარებს საშუალებას მისცემს, უკრაინული ძალები ახლომდებარე ქალაქ ბახმუტიდან განდევნონ. 

ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტმა (ISW) რამდენიმე საათით ადრე აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები, სავარაუდოდ, მთლიანად ან უმეტესად აკონტროლებდნენ სოლედარს, თუმცა, მათივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსები ბახმუტის ალყაში მოქცევას შეძლებენ.  

დღეს, 12 იანვარს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სოლედარში "ცხელი ღამე" იყო, თუმცა ქალაქს უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდა. 

კომენტარები