გერმანია

BILD: გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო 

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი
REUTERS

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Bild-ი რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

ამავე ინფორმაციით, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად მინისტრისგან მომდინარეობს და არა კანცელარიიდან. როგორც Bild-ი წერს, ლამბრეხტის გადადგომის ზუსტი დროისა და მისი მემკვიდრის ვინაობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

გერმანიის მთავრობის სპიკერები ამ ინფორმაციას ჭორს უწოდებენ და მასზე კომენტარს არ აკეთებენ. 

აქამდე არსებული ინფორმაციით, ლამბრეხტი სოციალურ ქსელში გავრცელებული საახალწლო მიმართვის გამო გააკრიტიკეს. გზავნილის დროს ლამბრეხტმა უკრაინის ომზე ფეიერვერკის ფონზე ისაუბრა. ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებმა ლამბეხტის გზავნილი "ცუდ ტონად" შეაფასეს და გადადგომისკენ მოუწოდეს. 

ლამბრეხტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. შოლცმა აღნიშნული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ აღნიშნა, რომ იგი ლაბრეხტის მიმართ ნდობას ინარჩუნებდა. 

გარდა ამისა, ლამბრეხტი გასული წლის მაისში კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც გავრცელებული ინფორმაციით, მან 21 წლის ვაჟს ჩრდილოეთ გერმანიის კუნძულზე ფრენის უფლება ბუნდესვერის ვერტმფრენით მისცა.

კომენტარები