გიორგი კანდელაკი

კანდელაკი: თავისუფლების მეტროსთან რუსული სიმღერის გათიშვის გამო ფიზიკურად გამისწორდნენ

გიორგი კანდელაკი
ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, თავისუფლების მეტროსთან ქუჩაში ჩართული რუსული სიმღერის გათიშვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დინამიკებია და მუსიკებს უკრავენ ხოლმე, იყო ჩართული რუსული თრეში [სიმღერა]. მივედი და ვუთხარი, სირცხვილია-მეთქი და აგრესიულად მიპასუხეს. უბრალოდ, გამოვაძვრე კაბელი ტელეფონიდან და გავაგრძელე გზა. დამეწია ვიღაც ადამიანი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, გამოვეცალე, კიდევ დამეწია და შემდეგ შემოვედი პოლიციაში. რუსული სიმღერა გავთიშე და ფიზიკურად გამისწორდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა". - უთხრა კანდელაკმა ტაბულას.

ოპოზიციონერის თქმით, მომხდარის შემდეგ ის პოლიციის განყოფილებაში მივიდა და ჩვენების მიცემას აპირებს.

კომენტარები