გიორგი კანდელაკი

კანდელაკი: თალაკვაძე საზღვარგარეთ უნდა წავიდეს, თუმცა ბრიუსელში და გაფრინდაშვილზე ისაუბროს

პარლამენტის თავმჯდომარე საზღვარგარეთ განა არ უნდა დადიოდეს? უნდა დადიოდეს, მაგრამ ახლა, აი ამ დღეებში სად შეიძლება გამართლებული იყოს პარლამენტის თავმჯდომარის სიარული? ბრიუსელში შეიძლება დადიოდეს, ვაშინგტონში შეიძლება დადიოდეს, ბერლინში შეიძლება დადიოდეს, აგერ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყრილობა იყო - აი იქ შეიძლება დადიოდეს და საუბრობდეს, მაგალითად, ვაჟა გაფრინდაშვილზე, საუბრობდეს პრეზიდენტ სარკოზის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების ევროკავშირის და შეერთებული შტატების სანქციების სანქციებში ინტეგრირებაზე. აი ამაზე, არათუ შეიძლება, უნდა დადიოდეს.

რა წვეულება, ასეთ სიტუაციაში საერთოდ ეს რა ამბავია, გაუგებარია. მაგრამ, მეორეა, როდესაც იგი ასეთ აღმატებულ და აგრესიულ ტონში შეტევაზე გადადის და სრულიად მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. არ ვიცი, ვალდებულად ჩავთვალე თავი მეთქვა სიმართლე, შემხვდა ბატონი არჩილი.

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი არჩილ თალაკვაძეზე. გუშინ კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარის ვიდეო მიმართვას, სადაც მან მედია მიკერძოებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ არა დასასვენებლად, არამედ თავის კაბინეტში იმყოფება, გამოეხმაურა -  მან თქვა, რომ 22 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩამოფრინდა.

კომენტარები